|
2021-06-27 14:10:20, 1323 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების საკვალიფიკაციო პროგრამის კანდიდატებმა წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს
სპეციალური ოპერაციების ძალების მსმენელებმა სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს. კურსის დასკვნითი ფაზა მსმენელებმა ბობოყვათის სანაპიროზე გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. წყალზე მომზადების სავარჯიშოები ორი კვირის განმავლობაში ოცდაშვიდმა მსმენელმა გაიარა. კურსის მიზანი დღისა და ღამის პირობებში წყალზე დაბრკოლებების გადალახვა იყო, რომელიც ფორმით ცურვას, წყლის გადალახვისთვის საჭირო საშუალებების მომზადებას, ზურგჩანთებში არსებული ნივთების შეფუთვას და ტივის შეკვრას, ასევე დაშავებულის წყალზე გადაყვანის ამოცანებს მოიცავდა. სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაცო პროგრამის კანდიდატებმა რეინჯერის მოსამზადებელი პროგრამა და საპარაშუტო კურსები უკვე გაიარეს. სამომავლოდ ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ჩასარიცხად ეტაპობრივად გათვალისწინებულ სხვა კურსებსაც გაივლიან. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)