|
2021-06-08 14:19:19, 1333 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები, რომლებმაც ჯგუფებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგში ერთობლივი ასიმეტრიული და არაკონვენციური ბრძოლების წარმოება იყო. „კულმინაციურ სწავლებაში შერწყმულმა ქვედანაყოფებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სტრატეგიულ ობიექტზე რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. დასკვნით სწავლებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, რომლებმაც გაერთიანებული ჯგუფების მოქმედება წარმატებულად შეაფასეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)