|
2021-05-15 11:10:06, 979 ნახვა
სამხედრო
წეროვანში დაჭრილი სამხედროების რეპროთეზირება განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს, წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს თვალის პროთეზის თურქი სპეციალისტი ესტუმრა. პროექტი რვა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურისთვის თვალის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზების ჩასმას ითვალისწინებდა. თურქმა სპეციალისტმა, მურად აიმ, დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარ შესწავლის შემდეგ, პაციენტების რეპროთეზირება განახორციელა. თურქი სპეციალისტის საქართველოში ჩამოყვანასა და თვალის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზებისათვის საჭირო თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ აანაზღაურა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტსა და კომპანია „მედიცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამოქალაქო პერსონალის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურებას და ბენეფიციარებისთვის მკურნალობის შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)