11:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 18:03:14, 888 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების სპეციალური დანიშნულების ტექნიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის   უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობისას,  ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვითი ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. 

თავდაცვის მინისტრმა ამ მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები,  ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გაიხსენა:

„ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით,  დღეისათვის  თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების  გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოს“ და ამერიკული „ფორდის“   მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში  საბჭოთა მოძველებული ტექნიკა ეტაპობრივად განახლდება და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“.

მაღალი ხარისხისა და სტანდარტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების, ქვედანაყოფების მობილურობისა და  და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics