|
2021-04-08 15:07:53, 2272 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას 55 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფში გაგრძელდება. თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართუ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მისივე თქმით, შემდგომი გაფართოება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაზე, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. „გუშინ, ექსპერტების კომიტეტმა როგორც ევროპის წამლის სააგენტოში, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაადასტურა, რომ „ატრაზენეკასთან“ არსებული სარგებელი აღემატება ყველა შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს, თუმცა მათ აღიარეს უიშვიათესი კავშირი თრომბოზთან. შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეობაზე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭირო, ყურადღების გამახვილება ამ ტიპის მონაცემებზე. ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. დღეს ექსპერტები საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯფუში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაზე, ამ ეტაპზე, არ იგეგმება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)