|
2021-04-06 10:51:08, 2102 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 463 თბილისში, 88 იმერეთში და 83 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 463 თბილისში, 88 იმერეთში და 83 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 357-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 62 ადამიანი იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 017 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)