2021-03-03 11:16:18, 1428 ნახვა
სამართალი
ბერლინის სასამართლოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი განახლდა
ბერლინში სასამართლოში ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, პროცესზე დაკითხა ინტერნეტ პლატფორმა „ბელინგქათის“-ის წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც უსაფრთხოების გამო არ გაასაჯაროვეს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პროცესზე „ბელინგქათის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულია ბრალდებულის მეუღლეც. მისი თქმით 2019 წელს ვადიმ კრასიკოვის მეუღლე და მისი შვილი მოსკოვის დემოდედოვოს აეროპორტიდან ყირიმში, სხვა სახელებითა და გვარებით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ აქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან