2021-02-17 10:21:37, 418 ნახვა
სამართალი
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუასთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუასთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულს გუშინ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით" (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან