04:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 12:22:06, 703 ნახვა

სამართალი
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ა.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა. ასევე დადგენილია, რომ ი.ჯ.-მ ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა, კერძოდ, ფ.ბ.-ს სამოვარი და ელექტროხელსაწყოები მოჰპარა, ბ.მ.-ის ავტოფარეხიდან ასევე ელექტროხელსაწყოები, ხოლო რ.ს.-ის სახლის ეზოდან ელექტროხელსაწყო და სპილენძის სადენი მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics