02:48 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 19:53:58, 596 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, თბილისში, თ.ვ-მ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მოტივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მის ყოფილ თანამშრომლებს ი.ხ-ს და გ.კ.-ს დაზიანებები მიაყენა. ხოლო ნ.ე-ს, ჯერ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, შემდეგ კი მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

თ.ვ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics