2021-02-11 13:19:57, 530 ნახვა
სამართალი
პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე რევაზიშვილმა სასამართლოს ბრალდებულებთან ერთად მომზადებული სიცრუე მიაწოდა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა სასამართლოს ბრალდებულებთან ერთად მომზადებული სიცრუე მიაწოდა.
ყაზარაშვილის თქმით, რევაზიშვილთან სასამართლოს ბევრი კითხვა აქვს.
„ნიკოლოზ რევაზიშვილს, როგორც დანარჩენ ბრალდებულებს, გიორგი შაქარაშვილი მკვლელობაში ედება ბრალი. ისევე როგორც ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაწილობრივ ის სიცრუე, რომელიც მომზადებული ჰქონდა თავის მეგობრებთან იმ მკვლელობაში ბრალდებულებთან ერთად, უკვე მიაწოდა სასამართლოს, თუმცა მისი დაკითხვა არ არის დასრულებული და ბრალდების მხარეს აქვს უამრავი კითხვა, რომლებზეც სავარაუდოდ ნიკოლოზ რევაზიშვილს არ ექნება პასუხის“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან