06:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 13:40:23, 592 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს დარჩიაშვილი საგამოძიებო უწყების კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. ისინი სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics