2021-02-02 17:21:55, 648 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დავით დარჩიაშვილს გამოკითხავენ
გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით, დარჩიაშვილი პროკურატურის კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უპასუხებს. ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. ისინი სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,