|
2015-10-02 17:56:17, 739 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად აღინიშნა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით შესაბამისი ორგანოების შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობა. ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გამოკვეთეს თანამშრომლობის გააქტიურების და გაღრმავების პერსპექტივები. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ეს არ იყო პირველი შეხვედრა. პირველად მაშინ შევხვდით , როცა ბატონი გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მე მას და მის თანამშრომლებს მივულოცე ახალი სამსახურის შექმნა. ახალი უსაფრთხოების სამსახურის შექმნას საქართველო ახალ ეტაპზე გადაჰყავს სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა მაგალითად ისრაელი. რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა იუვალ ფუქსმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)