|
2015-09-29 11:12:19, 784 ნახვა
სამართალი
შსს-მ დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მამუკა კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა. აგარაკის მეპატრონისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5362 ლარს შეადგენს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)