23:46 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 17:05:11, 732 ნახვა

სამართალი
სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ  საერთო სასამართლოების სისტემაში ვაკანტურ ადგილებზე  კონკურსის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, თუმცა საკითხი ჩავარდა. 

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს მხარი მხოლოდ 6-მა არამოსამართლე წევრმა დაუჭირა, საკითხის მისაღებად კი, 8 ხმა იყო საჭირო.

„ვიმსჯელეთ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე საბჭოში საკითხის მოხსენებისა და შემოტანის ირგვლივ და საბჭოს წევრთა წინადადება იყო, რომ  ერთი კვირით გადაიდოს ეს საკითხი, თუმცა ის მთავარი პოზიციები, რაც ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული, გარკვეულად მხარდაჭერილია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის საერთო სასამართლოების სისტემაში, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადება, ამაზე კენჭისყრა ჩემს მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე შედგა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრით საკითხი ვერ გადაწყდა,მხოლოდ არამოსამართლე წევრები არიან თანახმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით კონკურსის გამოცხადებისა და არ არიან თანახმა მოსამართლე წევრები“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა  დახურულ ფორმატში კვლავ  გრძელდება. ამწუთებში   მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics