18:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 18:19:21, 555 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამას ვერ მიაღწევენ

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ, მიუღწეველია. ვერ მიაღწევენ ამას. დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, უბრალოდ ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმებს დღეს აყენებენ პოლიციას, ჯარს და რა ხდება? რა გგონიათ, ექიმები არ ცდებიან? თუ ფიქრობთ, რომ პოლიცია შეუცდომელია? ფიქრობთ, რომ მე ვარ შეუცდომელი ან იქნებ თქვენ ხართ შეუცდომელი? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება და არა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები დავანგრიოთ, ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics