18:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 11:31:11, 3147 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ათ კაცზე მეტი იკრიბება, კონტროლი უნდა გამკაცრდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავშეყრის ადგილებზე კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს.

მისი თქმით, კორონავირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სოციალური  დისტანცირება და პირბადეა.

„16 აპრილის შემდეგ დღეს კორონავირუსის ყველაზე მაღალი მონაცემი გვაქვს. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა“ , მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო მეტყველებს იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. ამიტომ, საკუთარ თავს, ყველას მოვუწოდებ, პირბადეების ტარებით და დისტანცირებით დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. სადაც თავშეყრის ადგილებია, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები შესაბამისი სამსახურების მიერ. მაგალითად, ეს არის სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, ათ კაცზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში აპრილის შემდეგ, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 17-ით გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics