2020-06-29 16:43:42, 5546 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდი უცხოელი ვიზიტორებისთვის კოვიდ19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს
ტაილანდი, ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, უცხოელი ვიზიტორებისთვის კოვიდ19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტაილანდის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბარებს, რესტორნებსა და კლუბებს უფლება მიეცემათ, რომ ოთხშაბათიდან გაიხსნიან.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელი ვიზიტორებისთვის კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მარტივდება და ქვეყანაში ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნა იწყება.
ცნობისთვის, მარტიდან ტაილანდში აკრძალულია საერთაშორისო ფრენები. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირებულია 3 169, ხოლო გარდაიცვალა 58 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან