2020-06-16 12:00:38, 2365 ნახვა
მსოფლიო
საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდნილ ამერიკულ საჰაერო ხომალდს პილოტი ემსხვერპლა
ამერიკული გამანადგურებელი „ F15C იგლის“ (F-15C Eagle) ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ჩრდილოეთის ზღვაში ჩამოვარდნის შედეგად პილოტი გარდაცვლილი იპოვეს.
ზემოთ აღნშნული საჰაერო ხომალდი გუშინ, ინგლისის დროით 9 საათსა და 40 წუთზე ჩამოვარდა.
შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი ადასტურებს.
გამანადგურებელი საწვრთნელ ფრენას ახორციელდა.
ის დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლეიკენჰიტის სამხედრო ბაზიდან აფრინდა.
ბორტზე მხოლოდ ერთი მფრინავი იმყოფებოდა.
თვითფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.
"ეს არის ტრაგიკული დანაკარგი 48-ე გამანადგურებელი ფრთისთვის. ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს და 493-ე გამანადგურებელ ესკადრონს", - განაცხადა პრესსპიკერმა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან