01:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 16:51:54, 1395 ნახვა

კომენტარი
ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია

ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად არასწორია,  - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემას.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ.

„ამ ტიპის ნაბიჯები, წინა საარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინაც, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როდესაც მე გახლდით ხელისუფლებაში. ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები აღარ აყოლოდნენ, პირიქით, გაუარესდა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას, შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის მიმავლისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics