|
2020-05-18 20:31:14, 1316 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ჩვენმა ელჩებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოში არსებული სიტუაცია გასაცნობად
ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან, ტურიზმის მიმართულებით, გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენმა ელჩებმა ძალიან აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გახსნის თვალსაზრისით, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. „ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც უაღრესად წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ, მაშინ, როდესაც ქვეყნები ეტაპობრივად იწყებენ საზღვრების გახსნას, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია, ამიტომ, ყველა ელჩი მიიღებს, დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლებთან და კრიტერიუმებთან დაკავშრებით, რა კრიტერიუმებიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებთან დაკავშრებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია და მნიშვნელოვანია, ელჩებს მთავრობის მეთაურისგან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით. „აუცილებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია და აუცილებელია ასევე, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ელჩებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)