|
2020-04-16 15:03:06, 1238 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - კორონავირუსის გამო, ადამიანები რობოტებად არ უნდა ვაქციოთ, ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს ტაძარში
კორონავირუსის გამო, ადამიანები რობოტებად არ უნდა ვაქციოთ, ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს ტაძარში, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, მრევლი თავად გადაწყვეტს მივიდეს თუ არა ეკლესიაში, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობაა. „ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ გააკეთეს მრევლის გამო დაშვება. მრევლი, ვინ მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს ყველა ადამიანს, რობოტი არ არის, რა. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა. თვითონ რა არჩევანსაც გააკეთებენ, ის უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს თავზე პასუხისმგებელი ვიყო, მივიდე თუ არ მივიდე. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი, მივა თუ არ მივა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)