20:16 - 09 Aug, 2026
|
2020-04-15 17:08:07, 1734 ნახვა
საზოგადოება
ბასილ კობახიძე - დიდ ხუთშაბათს ეკლესიებში ყველა ერთი კოვზით ეზიარება, გაავრცელეთ ხიფათის შესახებ ინფორმაცია
დიდ ხუთშაბათს ეკლესიებში ყველა ერთი კოვზით ეზიარება, გაავრცელეთ ხიფათის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ რელიგიადმცოდნე და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, რომ დიდ ხუთშაბათს ტაძარში ბევრნი მივიდნენ. „ხიფათი ხვალინდელი კარგად რომ ავხსნა: ხვალ, დიდ ხუთშაბათს, არის ზიარების დაწესების დღე, საიდუმლო სერობის. ამიტომ ყველა მიმსვლელი ვალდებულია ეზიაროს. ერთი კოვზით. ეს დღეებია საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს რომ ბევრნი მივიდნენ ხუთშაბათს. გთხოვთ გადასცეთ ეს ტელეარხებს, ჟურნალისტებს, რომ გავრცელდეს ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია“, - წერს ბასილ კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)