|
2020-04-15 11:45:04, 1510 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საგანგებო მდგომარეობა და საკომენდატო საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში და ყველაზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება
საგანგებო მდგომარეობა და საკომენდატო საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში და ყველაზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისათვის. „იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ძალიან გვიჭირს ყველას, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული - ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. აქ ხომ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია, ეს არის ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)