|
2020-04-13 13:26:01, 1586 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 15 აპრილამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან 15 აპრილის საღამომდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, 15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 13-15 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 16 აპრილს გაწვიმდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)