|
2020-04-10 15:32:36, 1443 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა დახმარების აქციებში ჩართულ ყველა კომპანიას, ორგანიზაციებს და თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა. „ჩვენს აქტივობებს ვაგრძელებთ და ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომელთაც უჭირთ და ყველაზე მეტად დაზარალდნენ არსებული მდგომარეობით. საკრებულოს ინიციატივით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე. დაახლოებით, 1200 ასეთი ოჯახია და მათ უკლებლივ ყველას გადაეცემა პროდუქტები. პროექტი გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც. მინდა, ყველა კომპანიას, ვინც ჩართულია ამ პროგრამაში, მადლობა გადავუხადო. ასევე, რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ადამიანების დახმარების საქმეში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და დღეის მდგომარეობით, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ათასამდე ოჯახს გადასცა. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ბექა დავითულიანი და სხვა დეპუტატები მონაწილეობდნენ.
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)