|
2020-04-09 17:58:55, 1379 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადება არის ძალიან მკაფიო და მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო ამ პრობლემებთან გამკლავებაში მარტო არ დარჩება
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადება არის ძალიან მკაფიო და მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო ამ პრობლემებთან გამკლავებაში მარტო არ დარჩება, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას წარმოადგენს, არა მხოლოდ COVID 19-თან გამკლავება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ COVID 19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, პარტნიორ საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ მაქსიმალურად შემსუბუქდეს ის ზეწოლა და დარტყმა, რაც შესაძლოა ქართულმა ეკონომიკამ მიიღოს. „რა თქმა უნდა მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა. ეს არის ძალიან მკაფიო და მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო ამ პრობლემებთან გამკლავებაში არ დარჩება მარტო და ჩვენ, მივიღებთ დახმარებას და ვიმუშავებთ ევროპელ პარტნიორებთან, არა მხოლოდ უშუალოდ და კონკრეტულად COVID 19-ის წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად, არამედ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, ძალიან სწრაფად შევძლოთ, განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ ქართულ ეკონომიკაში, რაც შეიძლება უკეთ და სწრაფად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლებად იგრძნონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შესაძლოა COVID 19-ის პანდემიას მოჰყვეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)