|
2020-04-06 13:48:38, 3655 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიკარაძე - დავიწყეთ გარკვეული მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე დაიწყო გარკვეული მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება. მისი თქმით, აგრესიული ტესტირება ჩვენთვის პრიორიტეტია, რომელსაც კონკრეტული დრო და სივრცე გააჩნია. „აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური კვლევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიყოთ ეფექტურები და ზუსტად გამოვავლინოთ ყველა კლასტერი და ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)