|
2020-04-04 13:27:55, 5209 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ტრაგიკული შემთხვევაა და სახელმწიფო მკაცრ ნაბიჯებს მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის დგამს. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში არ არსებობს კომპრომისი, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და თუ საჭირო იქნება, გამკაცრდება შემდგომი ღონისძიებები. „დღეის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, 9 ახალი ინფიცირებული, ერთი აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ, 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, მოხუცებული, 79 წლის ქალბატონი, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ, მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ ჩვენ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ მინდა აღვნიშნო, ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, არ არის ვინმეს სურვილი, ეს არის ტრაგიკული აუცილებლობა, რომ თითოულმა ჩვენგანმა დაიცვას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცების წინაშე და ფაქტი, რომელიც მოხდა არის უკიდურესად საგანგაშო და ეს არის ზარი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, გავამკაცრებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)