|
2020-04-02 13:58:25, 3377 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსის პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან
პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორ სახლემწიფოს მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები დადგენილია, მათი უმეტესობა არის ან ცნობილი კლასტერიდან, ან საკარანტინო ზონებიდან. „ის მოლოდინი, რომ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, ჩვენ მივყვებით დადებულ გეგმას და სიტუაცია კონტროლირებადია, ვინაიდან 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან ცნობილი კლასტერებიდან, ან საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ არ ჩავთვალოთ, რომ ეს არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ შემდგომი სტრატეგია გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორ სახლემწიფოს მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და რამდენ ხანს გაგრძელდება პიკური პერიოდი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)