|
2020-04-02 13:29:04, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია
ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველა კრიტიკულ პაციენტს, მათი მდგომარეობა შემოყვანიდანვე მძიმე იყო, ახლა კი მძიმე მაგრამ კონტროლირებადია - ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მალე კლინიკას დატოვებენ. „ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველა კრიტიკულ პაციენტს, ანუ რამოდენიმე პაციენტი გვიწევს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. 80 წლის ქლბატონის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. მისი გერმოდინამიკა სტაბილურია, გაუმჯობესებულია ოქსიდენაციის პარამეტრები, ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და ფასდება როგორც სტაბილურად მძიმედ, მაგრამ დადაებითი დინამიკით. მარნეულის წითელი ზონიდან ჩამოყვანილი, 79 წლის ქალბატონი შემოყვანილი იქნა კრიტიკულ მდგომარეობაში, დაუდასტურდა მწვავე პნევმატორექსი, რაც განპირობებული იყო სომატური პათოლოგიით, კლინიკუად სახეზეა სრული კახექსია, მკვეთრი წონის დეფიციტით. წონის კლება აღენიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია, მაგრამ მართვადი. მოგეხსენებათ ჩვენ გავაგზავნეთ ტესტები საიდანაც მხოლოდ ერთი მოვიდა დადაებითი, ეს პაციენტი ინფექციონისტებს და თერაპევტებს გადაბარდათ. ასევე გვყავს პაციენტი რომელიც უნდა გაეწეროს უახლოეს საათებში, მისი პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა გაგზავნილია კიდევ ერთი ტესტი და ვიმედოვნებთ მოვა ისევ უარყოფითი და ქალბატონი დატოვებს კლინიკას. რას შეეხება ახალშბილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ და მივიღეთ ანტიგენ-ანტისხეულები უარყოფითი, ამიტომ მეან-გინეკოლოგების ზედამხედველობით დღეს დატოვებენ კლინიკას ასევე გვყავს ორი ორსული, დედის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)