გრიგორი კარასინი: საქართველო რუსეთის მიმართ ნატო-ს „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება, - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.