„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას, მათ კი რა გააკეთეს?“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლვოვში განუცხადა.
უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესვლის ფაქტზე უკრაინულმა მხარემ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულს უცხოური მედია უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გასცა ბრძანება, არ დაიძრას მატარებელი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს მას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპორტსმენის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
უკრაინის რადიკალური პარტიის წევრის, დეპუტატ დმიტრი ლინკოს ინფორმაციით, კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყანაში გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
კიევში ავტომობილის აფეთქების საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არიომ შევჩენკომ განაცხადა.
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულ ქალს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, - ამის შესახებ 112.ua იუწყება.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
კიევში ავტომობილის აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო, - ამის შესახებ გამოცემა „ცენზორის“ მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი თავის სტატიაში წერს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More