11:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მინისტრთა კაბინეტის წევრები პოლიტიკურ დებატებს არ დაესწრებიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს არ დაესწრებიან. მათ საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვებს.

პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური

„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

სერგი რატიანი: პრეზიდენტმა ეკონომიკურ პრობლემებს გვერდი ვერ აუარა
პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  განცხადებით,  ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მოქალაქეების სარჩელს მხარს უჭერს  და საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით - სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს:

წერეთელი: პრეზიდენტის გამოსვლა უფრო კრიტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო
პრეზიდენტი: მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრეზიდენტის აზრით, პრევენცია, ერთეულ  შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება.

მარგველაშვილი: ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული

„განათლება დაცულობის გარანტიაა, ჩვენ ცოდნა გვიცავს, გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან და მანიპულირებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკუჩავა: პრეზიდენტის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო
პრეზიდენტი ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე

„მივმართავს ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარლამენტში  ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ნიკა მელია: პრეზიდენტის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება დამაკლდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მეტ-ნაკლებად ასახავდა.

სამადაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ანექსიის პრობლემა ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა
პრეზიდენტი: დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.

პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას,  პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, მოძებნონ გამაერთიანებელი იდეები, იპოვონ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზონ ძლიერი, სანდო არჩევანი.

პრეზიდენტი: უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი: საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია

„გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება უსაფრთხოების ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,  სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გაერთიანდნენ.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics