საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა შიმშილობა დაიწყონ
საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადეს.