10:19 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 10:15:05, 2344 ნახვა

ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიერ მოწყობულ საკარანტინო ზონებში, ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.

ერთერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა.  რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ.

 „ეგეოსის ავიახაზების" საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს  121 - მა მოქალაქემ დატოვა,მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის  სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან  კიდევ 4 რეისია ჩანიშნული. 26 მარტი - თბილისი - ვენა - თბილისი,31 მარტი - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი, 3 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილსი, 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი სადაც   4154 ადამიანია განთავსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ტანკერი დააკავა
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში 70 სავაჭრო გემი უხმაუროდ გაატარეს
აშშ-მ ირანში დრონების მართვის ცენტრები დაბომბა
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics