09:59 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 14:52:57, 2773 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, მარტში წინა თვესთან შედარებით, 0.17%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მარტისათვის 26.52 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 45.00 მლნ ლარით, ანუ 0.17%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი).

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობი, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 329.78 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.34%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 284.79 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.22%-ით).

გარდა ამისა, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).

აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.98% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.61%.

ცნობისთვის, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.18%, ხოლო ევროს წილმა 14.38% შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics