09:59 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 21:20:13, 1640 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

"სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით" - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს,  მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.   ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს  საგანგებო ბიუჯეტის დეტალები, რომელზედაც მიმდინარეობს  მუშაობა. "საუბარია დახმარებათა პაკეტზე  უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვაზე, მთავრობა შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებზე მუშაობს,  საგანგებო მდგომარეობა  მთავრობას აძლევს საშუალებას  წარმოადგინის საგანგებო ბიუჯეტი და მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით." - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა,  რომ ამ კუთხით მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

​ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics