09:59 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:07:10, 1470 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ინკასოებზე - ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს

„ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ორგანიზაციას ინკასო სპეციალურად დაადეს, არის აბსოლუტური სპეკულაცია.  
„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში,  ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, იძულებითი ღონისძიებები გატარდა იმ კომპანიების მიმართაც, ვისაც პირველ ეტაპზე, არ შეეხოთ საგადასახადო შეღავათები.
„იმ შეღავათების გარდა, რომელიც გავავრცელეთ ტურიზმის სექტორსა და სხვა მომიჯნავე სფეროებზე, დარჩა უამრავი სხვა სექტორი, მათ შორის, ტელევიზია, ქარხანა თუ უამრავი სხვა კომპანია, რომელზეც არ გავრცელდა ეს შეღავათი. მათაც, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი, მოგვიწია ინკასოს დადება. ახლა, საუბარი სწორედ იმაზეა, სამომავლოდ, ეკონომიკის შენელების ფონზე, ამ კომპანიებსაც რომ გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა, შეიძლება თუ არა ფიქრი შეღავათების დაწესებაზე. ბიუჯეტის განხილვა ამ კუთხითაც მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, გვეზრდება სოციალური ტვირთი, სოციალური გადასახდელები და მეორე მხრივ, გვიმცირდება შემოსავლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძებნოს სწორი გამოსავალი",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics