|
2020-03-21 17:21:03, 1419 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები
„თიბისი“ სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისი“ უწყვეტ რეჟიმში და შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით. „თიბისის“ 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/TBCservicecenters). მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალებს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად უტარდება. „თიბისის“ დისტანციური სერვისების, ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებით შესაძლებელია საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების უმეტესობის დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განხორციელება. „თიბისიში“ შესრულებული ოპერაციების 93%-ზე მეტს მომხმარებლები დისტანციური მომსახურების არხებით ახორციელებენ. შეუფერხებლად ფუნქციონირებს თიბისის 600-მდე ბანკომატი და 3500 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს თიბისის ცხელი ხაზი. „თიბისის“ გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გაუმჯობესებლი პირობებით სარგებლობა: · 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე (ნებისმიერ ვალუტაში სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე, კომუნალურების გადახდაზე, მობილურის შევსებაზე); · პინის გარეშე გადახდის ლიმიტი 100 ლარამდე გაიზარდა და თიბისის ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის მეთოდით არის ხელმისაწვდომი; · გაუმჯობესებული სავალუტო კურსი; · 1%-ით გაზრდილი წლიური სარგებელი ლარში ანაბრის გახსნისას; · ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე; · ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, პინის აღდგენა; · სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა. თიბისიმ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. „თიბისი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, მათი უსაფრთხოებისთვის, ფილიალებში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ საბანკო ოპერაციები. „თიბისი“ აგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშობას და არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესებისა და ადამიანებისთვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)