09:11 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 15:26:59, 1403 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ

დღეიდან, „ლიბერთის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მაისის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ.

,,ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი მომხმარებლისთვის, კიდევ უფრო გავამარტივეთ პროცედურა და  შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.  „ლიბერთი“ ყოველდღიურად აგრძელებს ზრუნვას და  დღეიდან, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილი, პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები მომხმარებლები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით“, - განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ლიბერთის“ გადაწყვეტილებით,  სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,

სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა  თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში სოციალური ტიპის ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით უკვე გაუგრძელდათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics