09:11 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 11:08:52, 1401 ნახვა

ეკონომიკა
2019 წელს მშპ-ს მოცულობა 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

2019 წელს მშპ-ს მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 002.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

"ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი)", - აღნიშნავენ საქსტატში.

ასევე, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

"ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი). კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1 პროცენტი)", - განაცხადეს საქსტატში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics