09:11 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 13:30:23, 1334 ნახვა

ეკონომიკა
ჩიქოვანი - დიდი სავაჭრო ცენტრების და ბაზრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორიდან გაცემულ რეკომენდაციებზეა დამოკიდებული

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით დაიცხურება თუ არა დიდი სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, გადაწყდება ჯანდაცვის სექტორსა და ეპიდემიოლოგების მხრიდან გცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.


მან ღნიშნა,რომ დღეს დილით უკვე გაიცა დავალებები და რეკომენდაციები მსგავს შეზღუდვებთან დაკავშირებით. 


"დაიხუროს თუ არა დიდი სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, ეს გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეკომენდაციას, რომელიც იქნება გაცემული ჯანდაცვის სექტორიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან.
 ზუსტად ასეთ შეზღუდვებთან დაკავშირებით არის დღეს დილით უკვე გაცემული დავალება, ჩვენ კი დღის ბოლოს გვექნება დამატებითი რეკომენდაციები და შესაბამისად ამის შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას მიღებულ გადაწყვეტილებებეს.


რაც შეეხება ტრანსპორტრებას, ყველას კარაგდ გესმით, რომ ჩვენ გაცემული გვაქვს რეკომენდაცია საკორდინაციო საბჭოს მხრიდან  და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა  გადაადგილდეს ყველა . 


ის რეკომენდაციები, რომელიბიც გაიცა საჯარო სექტორისთვის, რომ მაქსიმალურად შეეზღუდათ იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც უდნა გამოცხადდნენ სამსახურებში და რომელიც კერძო ბიზნესს აქვს, ესეც ხელს შეუყობს ამ ყველაფერს. 


ჩვენ სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ეს გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ჩვენ ქვეყანაში განვითარებული სიტუაციიდან, ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის სექტორიდან მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics