|
2020-03-18 14:40:22, 1311 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - არსებობს ყველა წინაპირობა, ძალიან მალე დავუბრუნდებით განვითარების იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებობს ყველა წინაპირობა სტიმულირების იმ მექამიზმებით, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვამუშავებთ, ძალიან მალე დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს და იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაკირმა კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენასთან გასამკლავებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, იგეგმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორ ორგანიზაციებთან, საიდანაც ასევე შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარების მობილიზება. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული შეხვდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის გასული ფისკალური წელი საკმაოდ წარმატებული იყო. შარშან, ჩვენ გვქონდა ისტორიულად მაღალი გადაჭარბება საგადასახადო შემოსავლებში. ამის ხარჯზე შევქმენით საკმაოდ დიდი მოცულობის ფისკალური ბუფერები, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. დღეს, ამ კრიზისულ სიტუაციაში, გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ აღნიშნული რეზერვები. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობას. „დღეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი. ამ ეტაპზე, ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი მოქალაქეების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ პანდემიის შეჩერებისა და საბოლოო ჯამში, მისი დამარცხებისკენ. კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)