08:41 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 22:26:40, 1458 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში მოქმედ ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ ისაუბრა და რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ბიზნესს და კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან  1 ივლისამდე, აღნიშნული პერიოდისთვის არ დაეკისრებათ პირგასამტეხლო და მზად ვართ ნებისმიერი ინვესტორის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, განვიხილოთ ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხი. ჩვენ ამით გვინდა კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ბიზნესს და ამ გამოწვევას ყველამ ერთად ღირსეულად ვუპასუხოთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებს, რომლებმაც საერთაშორისო სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად შეთავაზება გააკეთეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics