|
2020-03-16 17:20:29, 1538 ნახვა
ეკონომიკა
სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო. კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს. „იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას"- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის" წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ. კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი." როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ანდრონიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმო ჩართულია პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით პროცესში. „დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ შეზღუდვები არ დაწესდება ლოგისტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც" - აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა. ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის" განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის. „ჩვენმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ მარლის არსებული ნაშთი გადასცეს სახელმწიფოს უფასოდ, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს პირბადეების წარმოება. მომდევნო ეტაპზე, მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, რომ შეუფერხებლად მოხდეს მარლის იმპორტი და მიწოდება იმ წარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან და გამოხატეს პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ წარმოებაში და მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს" - განაცხადა „სმარტ ფარმის" წარმომადგენელმა, თეა მგალობლიშვილმა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)