|
2020-03-16 17:23:19, 1413 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ სამკერვალო ინდუსტრიას, სწრაფად გადაერთოს პირბადეების ადგილობრივ წარმოებაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრას 20-მდე სამკერვალო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე სხვადასხვა სექტორს შეეხო, მათ შორის პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა პირბადეების ადგილობრივი წარმოების საკითხი. ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეებსა და ზოგადად, ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მაქსიმალურად ხელი შეუწყობს მსგავსი საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამკერვალო საწარმოებთან ერთად მიდის სხვადასხვა ნიმუშებისა და იმ მასალის დატესტვა, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის არის საჭირო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია. „გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამკერვალო კომპანიები, მათი მენეჯმენტი, თანამშრომლები დიდი გულისხმიერებით მოეკიდნენ ამ მოწოდებას. „ზოგიერთმა მათგანმა იმის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, რომ უსასყიდლოდაც დაამზადებენ პირბადეებს. ეს არის თანადგომის კარგი მაგალითი, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და მინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)