08:41 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 15:14:10, 1469 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება

„პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „აირზენასთან“ თანამშრომლობით, მიმდინარეობს ევროპიდან საქართველოში ფრენების შენარჩუნება.

„რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილია და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ახლა საქართველოს მოქალაქეები სტუდენტები, სხვა კატეგორიები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნას შორის და ეს გაურთულდათ. ახლა ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ ეროვნულ კომპანიაზე, „აირზენასა“ და მის რესურსზე. „აირზენა“ მაქსიმალურად ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ, თუნდაც რამდენიმე მიმართულება, ევროპიდან საქართველიში, რასაც მოემსახურება არიზენა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics