|
2020-03-13 13:05:57, 2155 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკი თავის მომხმარებლებს სესხებზე 3 თვიან შეღავათებს სთავაზობს
ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები. ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად. "გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. 1. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე 2. ნებისმიერი შეკითხვით მომხმარებლებმა უნდა მიმართონ ბანკის ცხელ ხაზს: 032 255 55 00
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)